როგორც ლარნაკი, რისხვით მსხვრეული, ნამსხვრევით, ირგვლივ მიმობნეულით, ვუმზერ სამყაროს ჟამით ძლეული, რიგითი მსხვერპლი ჟამისეული… ჟანგით და თვლემით, ცრემლით და ოფლით, რისთვის მოსულხარ, კითხულობს, უკვირს, ყველა და, ვეღარ ვიოკებ წუხილს… ცხოვრება ესე, უაზრო გდებით, წავალთ და უცებ დავავიწყდებით, ვკვდებით და მართლაც მაშინვე ვკვდებით. როგორც ლარნაკი რისხვით რბეული, ვუმზერ სამყაროს ცრემლმორეული, ვითა უმიზნო ჟამისეული. |