ახლა მე ვფიქრობ სასაფლაოზე, მთაზე რომ მოჩანს ირმის ჯოგივით, ახლა მე ვფიქრობ შენზე, რადგანაც გაცივებულა ჩემი ლოგინი. შენი ნაწოლი, ვით ნაგუბარში აშრება წყალი, შენი სხეული და გეძებ ორი ტანჯული თვალით. და სასაფლაო დაფრთხება, როგორც ირმების ჯოგი, და მე გიპოვი და კვლავ გავათბობ, ჩემს მიტოვებულ და ობოლ ლოგინს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესიკ ხარანაულის პოეზია |