ლექსები გულის მარაოა, რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და დარდებს გადვიყრით. მათ გამოჩენას თან მოჰყვება მკრთალი ნიავი და ჩვენს დახუთულ სულს ფურცლებად შეაშრიალებს. მაგრამ ცეცხლს რამე გაგვინელებს, როცა ზურგს უკან ცხელი სუნთქვა გესმის ცხოვრების? მივაღწევთ განა გაღმა ნაპირს რათა იმედით შემოვსხდეძთ ტოტზე და განსაცდელით გამოვუხედოთ. სულის შებერვით, ჭრილობაზე ნაზი ამბორით რას გვიშველიან, ტკივილისგან როდესაც ვკივით! აბა, ხანჯლებად ვინ ჩაბღუჯა ისინი ხელში და ან ფარებად ვინ მოიხმარა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბესიკ ხარანაულის პოეზია |