მთვარე ვით ქარვა. ღამე - გიშერი. ეს მოხდა უცბად. ბინდისას ადრე. ჩემს აგარაკზე შემოიჭერი და ტანი ვნებით გადამიღადრე.
და ჩამოინგრა ვარსკვლავთა ნიდი. მე აღარ მხიბლავს კაბის გახევა - სიჩუმეს ლექსით გამოვისყიდი.
სევდა ექსტაზში გადამაქვს ხელად. ჩემს ბოროტ ტუჩებს, ღიმილით აცრილს. კოცნას უკრძალავ სნეის გასამხელად.
პოეზიაში ვინრები მარცხნივ. ო! მე მაღელვებს თეთრი ხალათი როცა ტუჩებით წამწამებს ვარცხნი.
სიკვდილ-სიცოცხლის გზა-ჯვარედინი და ჩემს ფიქრებში ისე იჭრები: როგორც ტფილისზე ჯალალ-ედინი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიჯანის პოეზია |