მზემ პირბადე გადაიძრო, გაუცინა ღრუბელს მტირალს, - ჰგავდა ქალწულს ოქროსთმიანს, ლურჯ სარკმლიდან გამომზირალს. თმაჟუჟუნა თეთრ წვიმაში ამოავლო სხივის წვერი და აჰკინძა ცეცხლის ძაფით ლექსი ცაზე დასაწერი. მზის სონეტი შუქმრავალი - შვიდ სტრიქონად დაწერილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ალექსანდრე აბაშელის პოეზია |