შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ, სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა, შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან, კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა. კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა, პატარძლად წამიყვა შატილის მთებიან, მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა. გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა, კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს, შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა. და მაყრულს დავუკრავთ შურთხების ქნარითა, დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა. ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან, თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც, თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია. მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან, შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი ალვნიდან გადავჭრათ საღარა ცხენითა. მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში, უშენოდ ალვანში ყინვა მწვავს და მცივა, შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ლონგიშვილის პოეზია |