მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 934 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ბოლო დროს შინ ხარ, ერთ შავ-თეთრ სურათს,

ხშირად უმიზნებ ერთგულ იარაღს,

არადა, დრო რომ ყველაფერს კურნავს,

სასაცილოა რა გულიანად...

მუდამ იმ ერთის სურნელი ჰქონდა

მინებზე თითით ნაწერ სახელებს...

ისეა, როგორც მძინარე ცოდვა,

გინდა, არ გინდა, თავს რომ გახსენებს.

წყალს მიცემული რამდენი წელი

ხელახლა გადის თვალწინ ტიტრებად,

კვლავ თავს იტყუებ ლექსების წერით,

შიშველ ნერვების დასამშვიდებლად.

ახლა სამარეს უფრო ჰგავს სახლი,

უღონოდ გიდევს მკერდზე ხელები

და ღამეების სიშავით დაღლილს

არ გეშინია არგათენების.

თუმცა დღეს უკვე აღარც შენ გიკვირს,

რომ ბედისწერას ხელს ვერ შეუშლი.

ხშირად უცქერდი თვალებში სიკვდილს

და მაინც გიდგას სული სხეულში.

ძლიერი დამწვრის სუნი რომ ასდის

და მზის სხივებს რომ იხვევს ყულფებად.

რომ დაეკარგა ცხოვრებას აზრი,

შენ ვერ მიცემდი ამის უფლებას.

თუმცა ხილვები გეხვია გუნდად

და სამარამდეც თავად მიხვედი,

რომ გექნებოდა იმედი მუდამ,

შენ მაინც გქონდა ამის იმედი!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ