მგონი, რაც უფრო შევდივარ ხანში, მშვიდად ვეჩვევი უცხო ალმურებს. სხვა მელოდიას უკრავენ ქარში, თითებს უწყობენ სხვა სალამურებს. ვესაუბრები ბროლის ამურებს, მაგრამ ეზოდან ტირილი ბავშვის ამ დღესაც სევდით ასათაურებს. მიწას აყრიან ცისფერ სასახლეს და წამებს ითვლის საათი კედლის... ბავშვებმა მკვდარი ჩიტი დამარხეს... სარკმელთან ცაცხვის ტოტი ცახცახებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |