ეს ოხერ ბუნების ძალა, საიდან სადა ჰყვებაო, ვერც ბრძენთა მისთვის ქება თქვეს, ვერცრა მე გამეგებაო. მოდის ზამთარი, ზაფხული, თოვლი და მიწა ზედაო, ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა, ზოგთად კი - აღარც ბზედაო. ოხერის საწუთროსაგან სუყველა დაიცდებაო. მხოლოდ ეს მთები მაკვირვებს, სულ მუდამ ცას აჰყურებენ, და ნისლნი - ფიქრნი ღვთიურნი, სულ მათს გარშემო რგულობენ, და ქარნიც ღვთივ მონაბერნი მთის გულ-მკერდს დაჰბურბურებენ, სულ განუწყვეტელ ზღაპარსა ეტყვიან, დასჩურჩულებენ. ცა თავის წესსა ასრულებს, თავისსა მზე - მთვარიანად, და დედამიწა თავისას, მდუმარებს მთა-ბარიანად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |