ერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, - გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გულსა დაეხვევიან გაშმაგებულნი ჭიანი, ვეღარას მიშველს ქვითინით ჩემი ლამაზი თმიანი, ტყუილად აშფოთდებიან ჩემნი წაწალნი იანი. ამაოდ ჩამოსხდებიან ციდამ ვარსკვლავნი ბარადა, ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე, მაღლით მომხტომი ჩქარადა, მოსქდება კლდისა ნაპრალი, ჩაიჭედება ჭალადა... ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ გადაქცეული მკვდარადა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |