ეს ყველაფერი შენ ხარ უჩემოდ და ჩემიანად ეს ხარ ისევე, დიდი ქალაქის დიდო ქუჩებო, მე თქვენს ხმაურში უფრო ვისვენებ. მაინც შენთან ვარ და გულზე გეკვრი, დიდი ქალაქის დიდო ქუჩებო, დამჩხვლიტეთ თქვენი ვერცნობის ეკლით. ბედს - იმ სიმღერის მთქმელთა შევნატრე. მე ერთ პატარა სოფელს დავაკლდი და შენს სიდიდეს ვერ მივემატე. და ორღობიდან შემოდის ბინდი, ეს თვალუწვდენი დიდი ქუჩები იქიდან უფრო მოჩანან დიდნი. აპრილი ცისფერ კვამლივით მიდის, ვეება მთვარე ამოდის ხოლმე და თოვლი იცის ძალიან დიდი. ჩემს სახლს მღიმარი სახე ვუჩვენო, მე იმ უმცირეს სოფელს დავაკლდი და უფრო მცირე დარჩა უჩემოდ. მე იგი ყველგან დამყვება ფიქრად, მზე ადგეს იმ ჩემს კარ-მიდამოსა, ავი თვალისგან დაცული იქნას. თუ მას რაიმე დავაკელ მართლა, აშორდეს მის ცას ღამე და ნისლი და შემოვარდნა მძვინვარე ქართა. ის მეძახის და ტირის ვაზივით და თუ შენ ფრთებქვეშ ვერ შემიტიე და ვერ შემამჩნევს შენი გამზირი - და გადამდებენ მზისფერს ატმები, მიუვალ მე ჩემს მზესა და წვიმას და მის გაზაფხულს მივემატები. თქვენ კი მერე რა - დიდო ქუჩებო, არ დაგაკლდებით მაინც არაფრით, დიდნი დარჩებით მაინც უჩემოდ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანზორ აბულაშვილის პოეზია |