მე შენზე ვფიქრობ დროგამოშვებით, როცა უქოლგოდ დავდივარ მზეში, ჩვენ სასტიკ სურვილს არ მოვეშვებით და მიალერსებ, როგორც რამზესი..
თვალებს იმონებს შუადღის ნისლი, მზე მოაქვთ სინზე ფერწასულ ზანგებს, ვნებიან განცდებს არ შემოვიხსნი.
ცისფერ კოცნებით ავივსებ უბეს, ჩვენ ერთხელ თეთრი ოცნება გვქონდა და სიმხურვალით ვიწვდიდით ღრუბელს.
შენი ხელები მოვლენ ირმებად, სიცოცხლეს ვერვინ ვერ დაამთავრებს, უთუოდ ყველა გადაირევა.
უხდება სახეს ღიმილი მკაცრი, დარჩება უთქმელ სიტყვების ტალღა და ფიქრი შენზე ჩამოსაკაწრი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნინო თარიშვილის პოეზია |