ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის... მწყერი ბალახში წრიალებს, აფრინდება და... ფრრი...
არავინ ერჩის მწყერს. ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.
ყველა სიკეთეს მგვრის, - ავფრინდები და... ვაიმე... ავფრინდები და ფრრი...
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს, სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.
თეთრი სეტერი ქრის... მე მაინც უნდა ავფრინდე, - ავფრინდები და... ფრრი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |