აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ, ავ სიზმარ ამიხდებისა, ან ტყვია შემათამაშებს გამოსროლილი მტრებისა. ზოვი დაღესტნის მთებისა, სალეკოს მონათოსდება ნაძოძი ჩემი ძვლებისა. ჩრდილი დამფარავს ფრთებისა, შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის ცელქი ჩარჩქერი მთებისა. რა დედა ატირდებისა, შენ მაინც დამიტიროდი ჩემებრ ტანჯულო ბედისა. მჩაგვრელო ვარსკვლავებისა, მე ჩემს გეძახი, არ ვიცი, იქნება გახდე სხვებისა, მშვიდობით, მენაც მივდივარ, დრო არის გამგზავრებისა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |