ბაღი - ხეების ოცეული, ხეები - მოშრიალე, ხან უბრები, გამოჩნდნენ ყვავილები ბროწეულის და შეთვალული ალუბლები. მე და შენ, მე და შენ, შენ და მე, გაუქმდა საბჭოთა ანაბრები და ლექსი მოძღნილი შენამდე. დახედავ მომავალს - ღლაპ უცნობს, ანათებს, თუმცაღა განელდა და მოგონებასთან ღლაბუცობ. და მზე მისდგომია მქარგავად. უთხარ, რატომ არ ეუბნები, დრო გადის, ერთხელაც არ გავა. მე შენთან მომიყვანენ ალუბლები თავის და გზის დასაკარგავად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ალხაზიშვილის პოეზია |