შავგვრემან მიწას ვერცხლის ღიმით უმზერდა მთვარე, ჰაერს ათბობდნენ სურნელებით თეთრი ვარდები, ლერწმების შრიალს ყურს უგდებდა ტბა მოელვარე, საგაზაფხულო ჰიმნს უკრავდნენ ღამის "ბარდები".
მოცინარ ხელით გაგიხსენი მუნჯი ღილები, ხავერდის მოლად გაგიშალე ფოლადის მკერდი, შენ მორცხვად ჩემს ტუჩს დაეკონე განაღიმები.
გული დამიწვი არაბეთის თეთრი მზის გზნებით... ორი მტევანი ბროლ-ფიქალზე ნაზად გიკრთოდა...
სულში ცეკვავდა გაზაფხული ცისფერთვალება და ნეტარების მწველ კოცონზე ტანი გვითრთოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ივანე ყიფიანის პოეზია |