მთარგმნელი: დავით აკრიანი
ეს არ მოხდება, რომ ჭრელ-ჭრელმა იარლიყებმა, უხვად რომ აფრქვევს უბადრუკი ჩვენი დროება, მროკავ ფეხებმა, მოტკაცუნე ხელის თითებმა შეძლონ ამ გულის აღვსება და მოჯადოება. თავის ჭლექიან მშვენებათა ლუღლუღა ნახირს, ამ მკრთალ ვარდებში გული ჩემი ვერასდროს პოვებს ნანატრს, - ჩემს წითელ იდეალად არცერთი არ ღირს. ეს, ლედი მაკბეტ, თქვენი ხართ, სულო ბორტმოქმედო, ეს - ოცნებაა ესქილესი, ხორშაკში შლილი… ვისაც გჩვევია - მიწოლილმა გულმშვიდად წელო მკერდო, ტიტანთა ბაგეთათვის ჩამოძერწილო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |