რამ აღაგზნო ეს ვაჟკაცი, ან ის ქალი რამ მოთენთა! რად ამოთქვეს ურთიერთად: - ჩემო ღმერთო! - ჩემო ღმერთა! ასეთ ყოფნის აქ საზღვარი ვერავინ ვერ გადალახა - ახარხარდა ძირს სატანა: - ჰა, ჰა, ჰა, ჰა! ხა, ხა, ხა, ხა!.. ზეციდან კი ანგელოსმა მიწას ცრემლი დააფრქვია... ამაოა არსებობა, თუ სიცოცხლე ამას ჰქვია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ბაბილინა ხოსიტაშვილის პოეზია |