ვერაფერმა განაქარვოს ხსოვნა გარდასულისა, საიქიოც, სააქაოც სუნთქვა არის სულისა. წუთისოფლის ვალებმა, ან როდესმა დავიჯერო სულის გარდაცვალება. აისობის სიალით ხან მტრედივით გალურსული, ხან ელჭექის გრიალით. ბრძენთა გულის მლეველი ათასჯერი, ათასთვალი, ქვეყნად დაუტეველი. უჩინარი მხლებელი, მჭვრეტელთაგან უხილავი ხელით შეუხებელი. მდაბლის მაღლით მზეობა, უქცეველი ზნეობაა უტეხელი მეობა. თავგანწირვის სიშიშვლე, სამსხვერპლოზე სიკვდილია, ღვთაებრივი სიგიჟე. მოდგა ჟამი ქროლვისა, ვიცი, ვერსად დაეტევა, აღმვსებია ყოვლისა. ვერა ზღუდე-კედელი, ოდეს ბოროტს განუდგება ხუნდ-ბორკილთა მკვნეტელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |