წლები გადის, ვბერდებით, ცისქვეშ შეხიდულები, ხდება გადაფასება ძველი შეხედულების. ვაპატიე, გავუგე, თვით გიორგი კუჭატნელს. მაგრამ დღემდე მაწუხებს, ფარსადანის ღალატი. მტერი იყო და მტრობა, მესმის შაჰ-აბასისა. მაგრამ... შადიმანობა ვერ შევუნდე შადიმანს. მახლობელის ღალატი მაგიჟებს და მაღონებს. ჩემი შადიმანები, ჩემი ფარსადანები... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია |