პურს რომ იყიდის პატარა კაცი, მოთეთრ-მორუხო პატარა ხმიადს, შეუწითლდება ფერმკრთალი ღაწვი და პური ფრთხილად შინისკენ მიაქვს. დარჩენილ ხურდას მათხოვარს აწვდის, მერე ბალღივით შეატეხს ყუას პურს - თავის მცირე არსობის ნაწილს... ცოტაოდენ ხანს გასაღებს ეძებს, თავს შეახსენებს უეცრად ასთმა და ხელს ცახცახით მიიდებს მკერდზე... მას ერთი საქმე კვლავ რჩება კიდევ, ხელის კანკალით მივა სარკმელთან და პურის ნაფშვენს დაუყრის ჩიტებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |