დუმს, თვლემს შუადღე და ტყე შუამთის. მიწა სავსეა ფოთლის ნამქერით. ამაღლებულა სული სულმნათის და დედამიწას უხმოდ დასცქერის... და ასე სულმთლად სასომიხდილი დიდი დუმილით გადადის საზღვრებს. ხევებში ისმის წყალთა ქვითინი, ვინ იცის, წყალნი ტირიან რაზედ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |