ამზევებული ტყე და მინდორი მიწის სურნელში მხვევს და მაბრუებს. ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად, ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს. დინჯად იხსნიან ღრუბლის საბურველს. ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად, ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს. კვლავ შენი ქუჩით ამომაბრუნებს. ვერხვებთან ერთად, ჩიტებთან ერთად, ჩვენც არ გვექნება გული საგულეს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ჭიჭინაძის პოეზია |