სვანეთში
გულს ხომ არ გიპობთ მეხი?! რამდენჯერ უნდა ვიტიროთ სვანის მოკლული ვეფხვი?! - სანამდის ცრემლის ნაკადით არ აგტკივდებათ თვალი, სანამ გადმოვა ცა მადლით, შეგირიგდებათ დალი. არ აგვარდებათ ბოლი, - ვეფხვი იმდენჯერ ვიტიროთ, რამდენიც ჰქონდეს ზოლი!
ვაჟის ტალავრით სტირიან, - ვეფხვს მონადირე ახსოვს და შეურცხვენელი პირი აქვს... დაამშვენებენ ნაბდითა, შემოუწყობენ ფარ-ხმალსა, მშვენიერთ ცოდვა-მადლითა. ვეფხვის დედასაც, დალისაც... ასეთ ცას მზით და მტრედებით, აბა, რა მტერი დანისლავს?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |