"სადაც ვშობილვარ", მერცხლის ფრთები მიმაფრენს იქით, იქით მეძახის წალიკონიც, სადაც დავობლდი, სადაც ვგალობდი სიყვარულზე პირველი ფიქრით, სადაც ტეხურის ჩქერალებში ქართან ვდაობდი. ჩავაქსოვ ფიქრებს... თრთოლვით და ეჭვით ქანაობენ მაყვლის ფარდები. გულო, გამაგრდი, ბრძოლის ჟინი ტალღებმა მიქეს, - ნეპტუნის ბადეს ლაჩარივით არ ჩავბარდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |