როცა აპრილის სიმღერას ვწერდი, მხარზე დამაჯდა ღუღუნა მტრედი. ის მკარნახობდა სიმღერას თითქოს მარცვალ და მარცვალ, სტრიქონ და სტრიქონ. და მივყვებოდი მთაწმინდას მაღლა. გრძნობებს ვანდობდი სტროფებს უნაზესს, სიტყვებს ვაწრთობდი გულის ქურაზე. ჩუმი ალერსით, მოყრილ მუხლებით. თვალებში მენთო ყვავილი ნუშის, ვით ათინათი შირაზის შუშის... გამოღვიძების სიმღერას ვწერდი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |