დააგვიანდა გამოდარებას, სიკვდილი დადის სისხლიან თასით, განა სიცოცხლე დაგენანება, - თავის განწირვას არა აქვს ფასი.
ვიღაც აფუჭებს, რასაც აკეთებ, ვერ გაუკვალავ ქარაფებს მხედარს და ვერ დაპირავ სახნის - საკვეთელს.
თანაც გიგინებს სალოცავს მდუმარს, მახვილს შურისას გაგიყრის გულში და გაოგნებულს გაგწირავს უმალ.
ფულია მისი ცხოვრების სარკე, მერე მოძებნის, ქცეული გველად, უცხო მხარეში გასაძრომ სარკმელს...
შენი გზაწვრილი ისევ გზაწვრილობს, თავის განწირვას არა აქვს აზრი და თავი მაინც უნდა გაწირო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |