ბოლო დროს გატყობ, გღალატობს ჭკუა, შენ სილამაზემ გაგაამაყა... და სიყვარულზე მეც გითვლი უარს, გემშვიდობები სულის განაყარს. ქარს ყვავილებზე ჭირხლი გაუბამს, კარავს შემორჩა შენი სიშიშვლე... არ მოგიხსენებ მაინც აუგად. სინანულის და სევდის ამარა, ნუღარ დამალავ თვალთა სისველეს, ქალურ სისუსტეს ნუღარ დამალავ... |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი გიგაურის პოეზია |