წახვალ და ლექსის დავკარგავ ენას, მუნჯი სტრიქონი ვის რაღად უნდა?! მჭირდება რწმენა, იმისი რწმენა, რომ დღეში ერთხელ მეწვევი თუნდაც.
ვერ ვიგრძნობ რაზე ჩურჩულებს ქარი, რაზე ბუტბუტებს თბილისთან მტკვარი, რაზე ლოცულობს მცხეთაში ჯვარი.
უმანკო მტრედებს დაკორტნის ქორი, ხსნა არ მომივა არც მიწით, არც ცით, მომენატრება წვიმა და თქორი.
დარეკავს სულში ისეთი ზარი, - გზას ვერ გავიგნებ, მეცვლება მხარი, დავიკარგები ეული მგზავრი.
არწივს მოხიბლავ სილურჯით ცათა, ლექსს აამღერებს ბულბულის ენა, მიჯნურთა ენა, წრფელი და სადა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ომარ შამათავას პოეზია |