დღეთა მრავალთა, გარდასულთა და მომავალთა - ვეხმაურები და... სული შფოთავს... გარდავევლები ღრუბელივით თავზე მრავალ მთას და მერე ხევში ჩავიქცევი და ღრიალს მოვრთავ... მდინარედ წავალ... თქარათქურით ჩავივლი ხევებს, მზით განათებულ მინდორში გავალ... ფესვებში სისხლად ჩავუდგები მოთენთილ ხეებს და შუადღისას განვაგრილებ მხურვალე ჰავას... ბაღებში შევალ სიხარულით - არხებში ვირბენ, შემწედ ვექმნები ყამირის ყანებს... ...ფიქრთ გასართველად ჩემთან მოვა საღამოს ვინმე და საუბარში გავათენებთ მთვარიან ღამეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი ძნელაძის პოეზია |