წყაროვ, ო, წყაროვ უწრფელეს გზნებით კლდიდან ველებს რომ ჩამოეჭრები, შენი სიმღერით სარბენი გზები, მოგებულია თეთრი კენჭებით.
უწარმტაცესო მთების ალერსით, წყაროვ, ო, წყაროვ ცის მონადენო მიჯნურის ცრემლზე უსპეტაკესო.
მოწყურებული შეგსვამ გულითა, რადგან მაგონებ ჭაბუკურ ცრემლებს, გამთბარს პირველი სიყვარულითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მერაბ კოსტავას პოეზია |