აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების, აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა, ქარსა და ქვიშაზე უმიზნოდ ნარენი, ქარმა და ქვიშამვე წალეკა.
დაინგრა კარები აღსავლის, დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს და ხმა არ ისმოდა არსაით.
წვიმები, ქარები მეასედ, ციოდა მარიამს და დედის მკლავებში ციოდა პატარა იესოს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ჩანტლაძის პოეზია |