ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა, ჩემთვის ითმინა ყინვა, გრიგალი, ამიტომ იყო ასე პატარა, ასე სუსტი და ასე მიმქრალი...
და როცა საზრდოც აღარ ებადა, გულში დამინთო ციცქნა სამყარო და უღალატო სისხლით მკვებავდა...
მასაც ეძახდა თბილი ქალაქი, მაგრამ ბეღურას, ის ურჩევნია სიცივით მოკვდეს, ვიდრე ღალატით...
ბევრჯერ აფრინა ძერა მდელოდან, მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა...
სამყარო იყო ისე დაღლილი, რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე, ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სოსო ნადირაძის პოეზია |