მთელი დღე ელოდნენ ბავშვები ახალ წელს, დრო კი მიდიოდა ტაატით: და ბოლოს საათი დახატეს ქაღალდზე, თორმეტი საათით. დახატეს ნაძვის ხე. მაგიდა. ხილი და ნამცხვრები. მაგიდის გარშემო სტუმრები. მაძღრები... და დედამ კედელზე დაკიდა. გვიან კი. როდესაც მოვიდნენ დიდები, ნახატი ნახეს და გულში ჩაეცინათ ....... პატარებს საათის ათზე ჩაეძინათ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მამუკა სალუქვაძის პოეზია |