მზემ წყალზე ზოლად მეწამული დატოვა კვალი და ნავსადგურში განაბნია ღამე ლანდებად. ქალაქის თავზე იფანტება თანდათან კვამლი და იისფერი გამელანდება. დილის ნისლებში იხილება მზე ამოსული - ლიბრგადაკრული, სამყაროს თვალი. სივრცის სიღრმეში თვლემს ქალაქი ბინდით მოცული, ნისლში აქა-იქ სილუეტები ჩნდებიან მკრთალი; ნამძინარები, ბარბაცებენ წყალზე ჩრდილები; უთუოდ, მათი სიზმრები თუ იქცნენ ნისლებად; იზმორებიან, ეზარებათ გამოფხიზლება, გაბრუებულებს ამოსულ მზის შთაბეჭდილებით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მამუკა სალუქვაძის პოეზია |