თოვლში ნაკვალევი ვნახე დანალული; ცხენის კვალსა ჰგავდა, საკმაოდ ღრმა იყო; ზედ მხედარი მჯდარა, ცხენი კი ბრმა იყო; მხედარს რაღაც ჰქონდა გულში დამალული. ნეტავი რა ჰქონდა გულში დამალული მინდოდა გამეგო; ნაკვალევს გავყევი, გზად ფიქრი გამეგო: - ეგებ, მწყემსი იყო, მწყემსი ხარებისა და ხარები ჰყავდა ველად დალალული; ეგებ, მეკვლე იყო შობის, ხარებისა ... უფრო შორს წავედი ფიქრში დაღალული და მზის სამსხვერპლოსთან გაჰქრა დანალული.
კარებთან ცხენი იწვა დაკლული ... აი, რა ჰქონია თურმე განზრახული: - მალე მოიყვანე, მზეო, გაზაფხული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მამუკა სალუქვაძის პოეზია |