ქარმა მშვილდივით მოზიდა შვინდი, უეცრად დასხლტა ღრუბლებზე ელვა და გაიბზარა საღამო მშვიდი სამყაროს სულში აღიძრა ღელვა.
ჩამოეკიდა ცას ყელზე მძივად, ეკლიან წვიმის მოვარდა თავსხმა, ამოიოხრა ბუნებამ ცივად.
გადაეშალა დღეთა დავთარი და სამოცდამეათე გვერდზე გადაეკითხა ლექსი ავდარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მამუკა სალუქვაძის პოეზია |