ნუ ვინ იტყვის შაირს ხოტბად... ლექსი უნდა ლოცვად გწამდეს რომ ტკივილი სულის შენის, მაგ მუხლმოყრით დაგიამდეს.
შეყვარებულს უნდა ჰგავდეს, და მიჯნურის დანახვისას გული ელდით შეუქანდეს;
მახარობელს უნდა ჰგავდეს, განთიადზე მოწკრიალე ცისკრის ზარებს შემოჰკრავდეს.
სილის გაწნას უნდა ჰგავდეს, სახლის კარი შეუმტვრიოს, სახლშიც უნდა შეუვარდეს.
მეამბოხეს უნდა ჰგავდეს და ბორკილის დაცამლეწის რკინის გული უფეთქავდეს.
ლექსო, უნდა ყვავილს ჰგავდე და ჭკნებოდე ეშმაკისთვის ზოგჯერ სულის მიყიდვამდე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანზორ აბულაშვილის პოეზია |