შემოიცვამენ მთები სათოვლეს ღრუბლებს იისფერწამორეულებს, გაუშაქრდებათ ძახველი შაშვებს ეზოს ვაშლსა და მსხალზე ჩვეულებს.
მიწას სატაძრეს და საზედაშეს და ჩაეფლობა ზამთარში ერწო, ვიდრე მარტის მზე ჩამოხედავდეს...
ცას რომ აწვდინოს გულში ნამალი, ჭალაში გდია იორი ლურჯი - პაპის ნაქონი ვერცხლის ქამარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |