იზმორებიან ნორჩი კაკლები, გაზაფხულების სუნი აქვს მიწას, ხანდახან იქნებ კიდეც წაყინოს, ახლა ზამთარი სხვას რაღას იზამს?!
ქარმა და ცაზე ღრუბლები წეწოს, შეღამებულზე გათოვდეს კიდეც, დილამდე თეთრი ჩააცვას ეზოს.
ათოვოს ვანათს - ბებერ გოლიათს... იმან იდარდოს, ვისთვისაც მარტშიც გაზაფხულამდე ძალზე შორია...
ბზარავენ ცისპირს ბოლოცეცხლები, სადარო ნისლში დაძირულ ხევებს ხმაში წკრიალი უდგათ ვერცხლების.
ცასა და ხმელზე გაიერთკვირებს და აატირებს ბედნიერებით შინდებს - თებერვლის ჟრჟოლაშეყრილებს... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |