შენთან ვიყო და თოვდეს, იყოს სითეთრე სრული, ვქსოვდე საშენო წინდას ფერად რითმების ბმულით. თოვლზე დახტოდეს შაშვი, გადამიქანოს გული, ცამდე აფრენას მთხოვდეს ყურში ჩურჩულით თქმული. ამიწიოკდეს ფიქრი თოვლქვეშ იების დარდით, შენთან ვიყო და თოვდეს, ამინდს ურევდეს მარტი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |