ყინვა შემოგიქარგავს ფანჯრებს მაქმანებითა, აგევსება სიზმარი ფერად ვარსკვლავებითა. თავთან დაგიფრინდება ანგელოზი ფართქუნა, მთვარე ახალშობილი თავის ნათელს დაგხურავს. დილას გამოგაღვიძებს ფანტელების ჩურჩული, ყელში ჩაგისახლდება ბეღურების ჟღურტული. თვალებაბრწყინებულო, მაქმან-ვარსკვლავებითა, გაახარებ დედ-მამას გაზრდა-დაქალებითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |