გათოვდა, ჩემს მარტში გათოვდა, ამივსო სული და თვალები, სავსეა ქუჩები მარტით და მარტივით ლამაზი ქალებით.
ნეტავ, თუ გამოიამინდებს, ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს, რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს...
ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ, ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ...
ჩვეულად არ გამოურიოს, ჩემშიც ხომ ის ქალი გაგიჟებს, ფიქრს რომ არ გაკლებს და კურიოზს...
დაგვწამლა მზისაგან მთვრალები, მე ვიცი, რად გიყვარს მარტი და მარტივით "შეშლილი" ქალები! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |