ფშავლის ქალებში სანათა ანთია ასკილივითა, ნაზია მთებზე ნისლებად გაკრული მანდილივითა... სოფლის ქალ-რძალში ამაყად მიმოდის ქურციკივითა, წრფელია - ფშანზე ჩამოსულ ხარჯიხვთა წყურვილივითა, ძნელია - დილაბნელაზე არაგვის დუმილივითა, მწველია - ფშაველ წაწალთა მოუკლავ სურვილივითა... მწარეა, როგორც ტკივილი ცხრა ტყვიით დაჭრილივითა, ცხარეა - მონადირეთა ასახდენ ქადილივითა, მიმოდის გზაწვრილაებზე სიზმარ-ცხად-აჩრდილივითა... საარაგვოზე სანათა ანთია ასკილივითა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |