პეშვით შეგასმევ არაგვს და გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა. ისეთებს გეტყვი, მარჩიო საარაგვოზე ცხრა ქალსა. ბნელში ისეთას აგინთებ ავარსკვლავებულ თვალებსა, მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც... გაგატეხინებ ღამეს და მოგწევ ამოსვლას მზისასა, მიდი და მერე გაბრაზდი, მერე გამიშვი სხვისასა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ ხუცურაულის პოეზია |