ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი და წიგნით ხელში შენც მიიძინე, იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს.
მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს, ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს, როგორც პატარა ანთებულ ზარებს.
მე ვუბრუნდები ფურცლებს და ფანქრებს და ქარი სულში მბჟუტავ სტრიქონებს ანთებს და აქრობს, აქრობს და ანთებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |