გაყვითლებული სათირა ჩიფირითა და ანაშით, ტირის და თარსაც ატირებს ჩახუთულ ჩაიხანაში.
ძვალი და ტყავი გამხმარი, ზის და კუპრივით ჩაის სვამს, ეს არი მისი სამხარი!..
ზვავის ზარი და ჯახანი, ყიზლარს ყივილი ყინვების და ქარბორბალას ხარხარი...
ვერძი კი არა - არხარი!.. - ადგა, თავის გზას ეწია, თავისი ბარგიბარხანით.
თავის ბებრული ზრახვანი... - საწყალი აბდურახმანი, ძვალი და ტყავი გამხმარი!..
არც ვინმე ამილახვარი - პატივი მიტომ მარგუნეს, მიცნეს, არა ვარ ამ მხარის!
პატრონი ჩაიხანისა, და მკითხავს: - ხომ არ ინებებთ ცხვრის დუმასა და ჰარისას?!
ჩხუბში მოქნეულ დანისა, - დმანისელ თათარს ვამგვანე, მაგრამ რამ გაადმანისა!..
ბიჭი აწვალებს სახედარს, - თარიც მეამა, ფარსულიც, ბაასი მეინახეთა.
ფერი მიწაზე ფარდაგი... - ვით ქარვის კრიალოსანი ვმარცვლე მტევანის ბადაგი!..
კმაყოფილი ვარ ამითიც, - თითქოს შარაზე შირვანის შიმუნვარები დამიდის!..
და შემოდგომის ამინდი, - მე კი ვზი ნოხზე ინახით ძველაღმოსავლურ ყაიდით!..
ჩემი გვარი და ჯილაგი, ... თავიდან ამეკვიატა შორი შაირი შირაქის: -
იმამ შამილის ლეკვი ხარ!.. სანამ სატევარს დამკრავდი, სახელი მაინც გეკითხა!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • რეზო ამაშუკელის პოეზია |