სურვილი გამოაცალე, თუ გინდა კაცი მოცელო... კვლავ გამახსენდი, ძუძუზე მოძალებულო ძოძელო.
აღარსად ჩანან ბიჭები... რომელი ჭრელი ხურჯინი, რის ჯუბა, რა პაჭიჭები!
ცხენს ფიცხელს, ლაგამ-ავშარა, ნანდაურისკენ გასწიოს, დასტვინოს, ამან დამშალა.
დამწვარ სიზმრებთან მაწყვილებს; ჩამომისახლდა მოწყენა, მივტირი შორ სიყმაწვილეს.
ლოდინში გადამელია... ჩაქროლებულის, ჩავლილის, შემობრუნება ძნელია. |