სულ არ მგონია, სხვისი ხარ, სხვისი და უცხოდ მარები, იმდენჯერ დამსიზმრებიხარ, სულ ვიცი შენი ხალები.
თვალს რას უმალავს კაცისას, ღარზე წკრიალი წყაროსი, მკერდზე ბრჭყვიალი ლალისა.
იმდენჯერ მიმაისია, - სულ არ მგონია, სხვისი ხარ, ან შენი რამე სხვისია.
ვაი, რა თხელი ნისლია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |