სამყაროს ბოლოს მზე მოსჩანდა როგორც წერტილი, და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა, რათ სჩანდა ზეცა ღრუბლიანში გადაწეწილი, ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რათ დაჰყვებოდა!
ფრთხილად წამოდგა და გასწია, ვინ იცის, საით... ცის ბანს ბინდები ჭერეხივით რაზე ეყარა, ან დედამიწა რად ჩარბოდა მთებში მზესავით...
კაცი, რომელიც სინათლეშიც არ ინთებოდა... საწუთროს წვერზე მზე მოსჩანდა როგორც წერტილი და მე მეგონა, ეს ქვეყანა იქ თავდებოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |